IC Group


აი სი ჯგუფი 2005 წლის 10 ნოემბერს დაფუძნდა და მას შემდეგ აქტიურად ვითარდება სადაზღვევო ბაზარზე. მიუხედავად ხანმოკლე ისტორიისა, კომპანიამ წარმატებით შეძლო ლიდერ ქართული სადაზღვევო კომპანიებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

განვლილი პერიოდის განმავლობაში აი სი ჯგუფი დინამიურ ზრდას განიცდიდა და ხშირად, აღნიშნული ზრდის ტემპით აჭარბებდა ქვეყნის სადაზღვევო ბაზრის განვითარების მონაცემს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიამ წარმატებით შეძლო დაეძლია გლობალური საბაზრო კრიზისით გამოწვეული პრობლემები და განვითარების რიტმი  2008 – 2009 წლებშიც შეინარჩუნა.

2009 წლის 5 მაისს აი სი ჯგუფის მიერ შეძენილ იქნა სახალხო დაზღვევის აქციების 100%-იანი წილი, ხოლო კომპანიათა შერწყმის პროცესი იმავე წლის 15 სექტემბერს დასრულდა. აღნიშნული გაერთიანებით აი სი ჯგუფმა შეძლო გაეორმაგებინა არსებული პორტფელი და რაც მთავარია გაეზარდა კომპანიის სამოქმედო არეალი. დღევანდელი მდგომარეობით აი სი ჯგუფის წარმომადგენლები და სააგენტო ქსელი  ფაქტიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებენ.

აი სი ჯგუფი უნივერსალური სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხამრებელს 15-მდე დასახელების სადაზღვევო პროდუქტს და მათ 50-მდე კომბინაციას სთავაზობს. კომპანიის ძირითად მიმართულებას როგორც საცალო, ასევე კორპორატიული კლიენტების მომსახურება წარმოადგენს. აი სი ჯგუფის მომხმარებლები არიან: საქართველოს ეროვნული ბანკი, ენერგეტიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ვითიბი ბანკი საქართველო, ხალიკ ბანკი საქართველო, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი, ჰაიდელბერგ კავკასია, ენერგო პრო ჯორჯია, სიტი პარკი, ჯორჯიან პეტროლიუმი, UMCOR, თბილავიამშენი, იბერია ბიზნეს ჯგუფი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი  და ა.შ.

უკანასკნელი წლებიდან აი სი ჯგუფმა აქტიურად დაიწყო საცალო სადაზღვევო სექტორზე განვითარება. 2011 წლის დასაწყისში კომპანიამ შექმნა ავტო დაზღვევის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ყველა ტიპის შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის გახდა ხელმისაწვდომი.  ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ქონებრივი რისკების დაზღვევის გარდა, იმავე წელს, კომპანიამ ახალგაზრდა თაობას სტუდენტური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტიც შესთავაზა.

აღსანიშნავია აი სი ჯგუფის აქტიური ჩართულობა  სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებში, ასევე ჰოსპიტალური სექტორის განვითარების  პროექტში. კომპანია საავადმყოფოების რეკონსტრუქციას და მშენებლობას საქართველოს 8 რეგიონში ახორციელებს. 2011 წლის ბოლოსთვის ონის, ამბროლაურის, მესტიის, დმანისის, ცაგერის, ხაშურის, ბოლნისის და ჩხოროწყუს მოსახლეობას თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და განახლებული სამედიცინო დაწესებულებები მოემსახურება.

2011 წლის დასაწყისში აი სი ჯგუფის სათაო ოფისი ახალ შენობაში გადავიდა, რომელიც თბილისის ცენტრში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. შენობაში განთავსებულია როგორც სათაო ოფისი ასევე მომხმარებელთა მომსახურების თანამედროვე ცენტრი.

აი სი ჯგუფი მუდმივად ორიენტირებული იყო მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობების შექმნაზე. კომპანიის გრძელვადიან მიზანს საქართველოს ბაზარზე განვითარება და სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს.

ინფორმაციის წყარო

No comments:

Post a Comment