დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო 2004 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და სწრაფად განვითარებადი კომპანიაა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომელსაც სათავეში სადაზღვევო საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯმენტი უდგას;
2007 წლიდან კომპანიის ძირითადი აქციონერი - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კოპმანია - ავსტრიული, ვენის სადაზღვევო ჯგუფი (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe VIG) ხდება;
2010 წლიდან ირაო საერთაშორისო ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატის ISO 9001:2008 მფლობელებია დაზღვევის და გადაზღვევის მომსახურების, სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის კორპორატიულ და საცალო სეგმენტში;
2011 წელს ვენის სადაზღვევო ჯგუფი ირაო-ში აქციათა მოცულობას 100%-მდე ზრდის, რაც პირდაპირ მიუთითებს კომპანიის მზარდ პოტენციალზე ადგილობრივ სადაზღვევო ბაზარზე.
ირაო სთავაზობს მის მომხმარებელსა და პარტნიორებს დაზღვევის მრავალ სახეობას, უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და მყარ გარანტიებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო სტანდარტების გათვალისწინებით;
ინფორმაციის წყარო
ინფორმაციის წყარო
No comments:
Post a Comment